00:54 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 11:04:51, 1946 ნახვა

მსოფლიო
"თალიბანმა" ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქუნდუზზე შეტევა დაიწყეს

მოძრაობა “თალიბანის” მებრძოლებმა, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქუნდუზის პროვინციაზე შეტევა დაიწყეს და ქალაქში შეიჭრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, შეტევა ადგილობრივი დროით დაახლოებით შუაღამით დაიწყო. შეტაკებები ქალაქში ამ დრომდე გრძელდება.

როგორც “თალიბანის” წარმომადგენელი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, მოძრაობამ ქუნდუზში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. ისლამისტების განცხადებით, შეტევა ქალაქზე ოთხი მხრიდან მიმდინარეობს.

მედია საშუალების ინფორმაციით, მებრძოლებმა დაიკავეს ქუნდუზის მახლობლად მდებარე დასახლება ნავაბადი, სადაც რამდენიმე სამხედრო მოკლეს და კონტროლი დაამყარეს ოთხ გამშვებ პუნქტზე.

როგორც სააგენტო Reueters-ი წერს, ქალაქ ქუნდუზის თავზე ვერტმფენები დაფრინავენ, ქალაქში კი კალაშნიკოვის ავტომატებით, ტყვიამფრქვვებითა და ნაღმტყორცნებით შეიარაღებული მებრძოლები იმყოფებიან.

სააგენტო France Press-ის ცნობით, ქალაქში დახურულია ყველა მაღაზია, ქუჩებში ადგილობრივები არ ჩანან.

ცნობისთვის, “თალიბანმა” ქალაქი ქუნდუზი გასულ წელს დაიკავა, თუმცა სამთავრობო ძალებმა მებრძოლები ორ დღეში განდევნეს.

ბრიუსელში 4 ოქტომბერს ავღანეთის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება, რომელზეც დასავლურმა ქვეყნებმა ქაბულის დახმარების პროგრამა უნდა დაამტკიცონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics