|
2016-10-03 10:20:31, 1403 ნახვა
ეკონომიკა
ფოთში ცემენტის ქარხანა იხსნება
,,საქართველოს ცემენტის კომპანია“ (GCC) ფოთში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცემენტის ქარხანას ხსნის. ქარხანა, რომელიც 4 ოქტომბერს გაიხსნება, პირველ ეტაპზე წელიწადში 250 ათასი ტონა ცემენტის აწარმოებს. სტატიაში, რომელსაც გაზეთი ,,პრაიმ– ტაიმი“ აქვეყნებს, მოთხრობილია პროექტის განხორციელების და ,,საქართველოს ცემენტის კომპანიის“ სამომავლო გეგმების შესახებ. ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ მასშტაბური პროექტის წამოწყებამდე საქართველოს ცემენტის ბაზრის საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ საქართველოს ცემენტის ბაზარი ძირითადად თურქეთიდან იმპორტირებულ ცემენტს ეკავა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბაზარზე არსებობდა ნიშა მსხვილი ბიზნესმოთამაშისთვის. ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ გადაწყვიტა სწრაფად ემოქმედა და დაესწრო პოტენციური კონკურენტებისთვის. ამბიციური პროექტი ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ ფრანგულ–შვეიცარულ კომპანია, მსოფლიო ბაზრის უპირობო ლიდერ ,,ლაფარჟჰოლციმთან“ თანამშრომლობით განახორციელა. ,,ლაფარჟჰოლციმი“ (Lafargeholcim) წარმოდგენილია მსოფლიოს 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. კომპანიაში დასაქმებულია 115 000 თანამშრომელი და ფლობს 2500 მეტ ქარხანას მთელს მსოფლიოში, მათ შორის 1600 ბეტონის, 180 სრული ციკლის და 70 ცემენტის ქარხანას. პროექტის განხორციელების პროცესში ,,საქართველოს ცემენტის კომპანიამ“ სათანამშრომლოდ მიიწვია ქართული კომპანიები, რომლებმაც ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს. კომპანიაში სამომავლოდაც გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ქართული წარმოების განვითარებას, მათ შორის საქველმოქმედო პროექტებით. ბიზნეს–ჯგუფის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობაა. ქარხანაში პირველ ეტაპზე სრული განაკვეთით 60 ადგილობრივი დასაქმდება. გაცილებით მეტი იქნება არაპირდაპირი თანამშრომლების რაოდენობა. ქარხანა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის ფილტრებით. 11 ერთეული ფილტრი უზრუნველყოფს ჰაერის სიწმინდეს ევროსტანდარტის დონეზე. ქარხანას გააჩნია, ასევე, უნიკალური, ამ დროისთვის საქართველოში ერთადერთი ლაბორატორია. ის აპარატურა, რომლითაც ლაბორატორიაა აღჭურვილი, საშუალებას იძლევა უმოკლეს ვადაში დადგინდეს პროდუქციის ხარისხი თავისი ქიმიური შემადგენლობის ჩათვლით. ,ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე და მომხმარებელს მრავალფეროვან, მათ შორის პრემიუმ კლასის მომსახურებას ვთავაზობთ“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. პრაქტიკულად უკვე დასრულებულია ბეტონის წარმოების პროექტი თბილისში, რომელიც, ასევე, დაპროექტებული და აღიჭურვილია „ლაფარჟჰოლციმის“ სტანდარტებით. ქარხანა, რომელშიც ათობით ადამიანი დასაქმდება, რეგიონში ერთ–ერთი თანამედროვეა. 4 ოქტომბერს 14.00 საათზე ფოთში დაგეგმილ ქარხნის პრეზენტაციას ,,საქართველოს ცემენტის კომპანიის“ დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე გახსნის. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ვიცე–პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ასევე, ,,ლაფარჟჰოლციმის“ წარმომადგენელი ქსავიერ ბლონდე. ცერემონიას საქართველოს და ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები, ბიზნეს–წრეების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.
(NS)
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)