20:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 12:45:09, 1368 ნახვა

ეკონომიკა
აგარაში ახალი საწარმო გაიხსნა

კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა შიდა ქართლის რეგიონში, რომლის შესაქმნელად  4,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

აგარის ხილის სპირტის საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა აგარაში, ხილის სპირტის ქარხანაში. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომლის მშენებლობაც დაიწყო სულ 9 თვის წინ. ინვესტირებულია 4,5 მილიონ დოლარზე მეტი. როგორც აღვნიშნე, 50 ადამიანი დღეს არის დასაქმებული, ხოლო ახალი წლისთვის 60-70 ადამიანი იქნება დასაქმებული. მნიშვნელოვანი აღნიშნული საწარმოს გახსნა იმითაც არის, რომ საწარმო იღებს არაკონდიციურ ხილს და შემდგომ უკვე ამისგან ამზადებს ძალიან მოთხოვნად პროდუქტს -  ხილის სპირტსა და ხილის არაყს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აგარის ხილის სპირტის საწარმოს მშენებლობა  2016 წელს ქართული ინვესტიციით დაიწყო. კომპანია სარგებლობს იაფი აგროკრედიტის კომპონენტით - სესხის თანხა 600 000 აშშ დოლარს შეადგენს.

საწარმოში მოხდება არასტანდარტული ხილის მიღება, საიდანაც დამზადდება 860–იანი სპირტი. ნაწარმოები პროდუქცია ძირითადად გავა ექსპორტზე - ამერიკაში, ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. კომპანია ასევე აპირებს საკუთარი ნედლეულით ადგილზე ჩამოასხას სხვადასხვა ხილის არომატების მქონე სპირტიანი სასმელები (არაყი, ბრენდი). რომლის დიდი ნაწილიც ასევე განკუთვნილი იქნება ექსპორტზე გასატანად ზემოთხსენებულ ქვეყნებში.

საწარმოს  შესაძლებლობა აქვს დღეში 50 ტონა ხილის მიიღოს და გადაამუშაოს,  საიდანაც იწარმოება 3 ტონა მაღალი ხარისხის ხილის სპირტი. საწარმო წელიწადში 5 000 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილს გადაამუშავებს.

კომპანია სამომავლოდ გეგმავს ღვინისგან საკონიაკე სპირტის გამოხდას, რომელიც ასევე  საერთაშორისო სტანდარტის იქნება და საექსპორტოდ იქნება გათვალისწინებული.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics