16:55 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 11:47:35, 791 ნახვა

საზოგადოება
„პროგრეს ბანკი“ და ორგანიზაცია „მოქალაქე“ გამწვანების აქციაში ჩაერთნენ


„პროგრეს ბანკი“ და ორგანიზაცია „მოქალაქე“ გამწვანების აქციაში ჩაერთნენ. „პროგრეს ბანკის“ თანამშრომლებმა დენდროლოგიურ პარკში 500 ძირი სვეტისებური კვიპარისის ჯიშის ხე დარგეს.  ბანკი  ნერგების მოვლაზე ერთი წლის განმავლობაში იზრუნებს. 

ორგანიზაცია „მოქალაქეს“ სხვადასხვა საჯარო სკოლებში არსებული ეკოლოგიური კლუბების წევრი ბავშვები  შეუერთდნენ. ღონისძიების ფარგლებში დენდროლოგიურ პარკში ჯამში 3 500 ხე დაირგო.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და გამწვანების საქალაქაო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.

„თბილისის მერიის გამწვანების აქციას კერძო პირებიც უერთდებიან. დღეს პროგრეს-ბანკის თანამშრომლებმა და ორგანიზაცია „მოქალაქემ“ მიიღო მონაწილეობა გამწვანების აქციაში. იმედია, მომავალში ბევრი ორგანიზაცია და კერძო პირი შემოუერთდება გამწვანების აქციას“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics