11:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 20:08:31, 1498 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ტყიბულის უბნის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სამსახურის ტყიბულის უბნის უფროსი დავით მოსიაშვილი დააკავეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სუს-იდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით მოსიაშვილი მოქალაქეს დაჰპირდა დახმარებას ერთი ხე-ტყის დამზადების ბილეთით ტყეკაფიდან ორი მანქანა შეშის გატანაში, ასევე დაჰპირდა ყოველგვარი პრობლემების არიდებას და სრულ თავისუფლებას სეზონზე ტყეკაფში მუშაობისას.  აღნიშნულის სანაცვლოდ  დავით მოსიაშვილმა მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და  გამოართვა 500 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9  წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics