11:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 16:37:32, 2032 ნახვა

სამართალი
მარიხუანას მეორადი მოხმარებისთვის პირებს თავისუფლების აღკვეთა აღარ დაემუქრებათ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს წარდგინებებზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

სასამართლომ დაადგინა, რომ  მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პირს პატიმრობა აღარ უნდა შეეფარდოს.

საკონსტიტუციომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განმეორებით, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის დაკავებული პირის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო მის 2015 წელის 24 ოქტომბერის გადაწყვეტილებას, ბექა წიქარიშვილის სარჩელზე, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ არაკონსტიტუციურია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამომშარალი მარიხუანას 70 გრამამდე შესყიდვისა და მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას გულისხმობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა საკონსტიტუციო სასამარათლოს ვებგვერდზე განჩინების გამოქვეყნებისთანავე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics