|
2016-09-29 14:50:59, 1396 ნახვა
კომენტარი
წიკლაური: ამ ბაქი-ბუქსა და ტრაბახს, ივანიშვილს ურჩევნია, 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოემზადოს
"ამ ბაქი- ბუქსა და ტრაბახს ურჩევნია, 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოემზადოს, როცა საბოლოო განაჩენს გამოუტანს მას და მის პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხი",-ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს. წიკლაურის თქმით, ივანიშვილი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე: "ბოლო დღეები განსაკუთრებით ადასტურებს იმ უიმედობას და სასოწარკვეთილებას, რაც "ქართულ ოცნებაშია". ბიძინა ივანიშვილი არის საუკეთესო სიმბოლო ამ უიმედობის, სასოწარკვეთილებისა და ამ პოლიტიკური პარტიის აგონიის. თქვენ ხედავთ, რომ დღეში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მათ შორის მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე, რომელიც ხან რადარებიდან იყო გამქრალი, ხან 2-3%-ს უტოლდებოდა და დღეს ბიძინას წამოცდა, რომ 30%-ია "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი. ამიტომ, როცა ლაპარაკობს შიშზე, უმჯობესია, ილაპარაკოს იმ შიშზე, რომელიც ახლა არის მასში ჩაბუდებული. მე ასე პერსონიფიცირებული შიში, სიმართლე გითხრათ, არ მინახავს, როგორც არის ეს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში. ამ ბაქი- ბუქს და ტრაბახს ურჩევნია, 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოემზადოს, როცა საბოლოო განაჩენს გამოუტანს მას და მის პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხი",-აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)