09:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 21:29:33, 1617 ნახვა

სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა დაკითხვა დღის წესრიგში რჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დღის წესრიგში დგას.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

„გამოძიების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი სათანადო საპროცესო წესით დამაგრდა სისხლის სამართლის საქმეზე და მოწმის სახით დაბარებულნი იქნენ აუდიოჩანაწერში მოხსენებული საქართველოს პარლამენტის წევრები, რომლებმაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე განაცხადეს უარი. ხსენებულ პირთა გამოუცხადებლობის მიუხედავად, მათი დაკითხვა კვლავ დგას დღის წესრიგში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით“, - აცხადებენ სუს-ში. 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სუს-შ დაკითხვაზე  დაბარებული იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი ბობოხიძე, აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics