21:39 - 22 Jul, 2026
|
2016-09-28 19:34:44, 1475 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯაფარიძე: ვაშაძე უკვე მეორედ რჩება იქ, საიდანაც მე მივდივარ
ვაშაძე უკვე მეორედ რჩება იქ, საიდანაც მე მივდივარ, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძის გაერთიანებაში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ვაშაძემ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. „გუშინ საღამოს, როცა დავშორდი, არ ჰქონდა ვაშაძეს გადაწყვეტილება მიღებული. დღეს კი მიუღია, ვაშაძე უკვე მეორედ რჩება იქ, საიდანაც მე მივდივარ, - განაცხადა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" პაატა ბურჭულაძის გაერთიანება გუშინ დატოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძის კოალიციას დატოვებას გიორგი ვაშაძეც გეგმავდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაშაძე ბურჭულაძის გუნდში რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)