|
2016-09-28 17:53:21, 1160 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი ჩანაწერებზე: ორ მხარეს შორის ფსიქოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს
ორ მხარეს შორის ფსიქოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობს და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს. როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, კომპეტენტურმა ორგანოებმა, თუ შეუძლიათ, აღნიშნული ფაქტი უნდა გამოიძიონ. "ფაქტი გახლავთ ის, რომ სუს-მა ვერავის დაკითხვაც კი ვერ შეძლო ჯერჯერობით. ეს სამწუხაროდ განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ აქ მიდის ფსიქოლოგიური ბრძოლა ორ მხარეს შორის. რაც შეეხება ავთენტურობის დადგენას, ისტერიულ კომენტარებს აკეთებენ ყველა მხრიდან, რისი გაკეთებაც მე არ მინდა. ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე, რომლებმაც თუ შეუძლიათ უნდა გამოიძიონ. ორი საქმე უკვე თაროზე დევს, იგივე "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აღძრული, რომლის შედეგები ჩვენ დღემდე ვერ გავიგეთ. მე არ მინდა ეს მესამე საქმეც თაროზე დაიდოს. როდესაც შენ ამდენი საქმე აღძარი და არაფრით არ ამთავრებ, ეს შენ წინააღმდეგ იწყებს მუშაობას", - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)