2016-09-28 16:49:28, 1329 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3286 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3276 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.6113 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6174 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან