2016-09-28 09:01:13, 1205 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3276 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.3276 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3345 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება დღეს 2.6174 ლარია, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6247 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან