19:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 17:49:21, 1403 ნახვა

ეკონომიკა
ხვალ, ტექნოპარკში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ხვალ ტექნოპარკში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინიცირებით შეიქმნება და პირველ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.

სამუშაო ჯგუფი აერთიანებს იმ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში სამეწარმეო და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქპატენტი, ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია, კომპანია ლივინგსტონი, თი-ბი-სი ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები, ასოციაციები და ქართული სტარტაპები.

შეხვედრის თანათავმჯდომარე იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი. სამუშაო ჯგუფი ხვალ ტექნოპარკში საქართველოს მეწარმეობისა და ინოვაციების სფეროს ძირითად გამოწვევებზე იმსჯელებს, გამოავლენს თუ რა მხარდაჭერა და ხელშეწყობა ესაჭიროება აღნიშნულ სფეროს განვითარებისათვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან მოხდება საჭიროებების სწორი ფორმულირება და სამოქმედო გეგმის დასახვა მომავალი მხარდაჭერის ფარგლებში.  

სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს მომავალში სისტემატიური ხასიათი მიეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics