|
2016-09-27 17:29:38, 1531 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტყემალაძე: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, გადატრიალების მცდელობა სახეზეა
არ აქვს მნიშვნელობა რომელმა პოლიტიკურმა ძალამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, გადატრიალების მცდელობა სახეზე გვაქვს, - ამის შესახებ "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, სამართალდამცველები ჩანაწერების ფაქტს გამოიძიებენ. "გადატრიალების მცდელობა სახეზე გვაქვს. ასეთი ჩანაწერები არ ემსახურება სამართლიან და ნორმალურ პირობებში არჩევნების ჩატარებას. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ და პროვოკაციებს არ აყვნენ. რა თქმა უნდა სამართალდამცველები აღნიშნულ ფაქტს გამოიძიებენ. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ გამართულად და არ დაუშვებენ, რომ რაიმე სახის რევოლუციური მუხტი შემოიტანონ", - განაცხადა ტყემალაძემ. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)