|
2016-09-27 14:01:51, 1090 ნახვა
კომენტარი
ცისკარიშვილი ფარულ ჩანაწერზე: ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება
„ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. ცისკარიშვილის განცხადებით, არანაირი რევოლუციური სცენარი არ განიხილება. „ვიღაც თავის ახლობელს ესაუბრება, ვიღაც საერთოდ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს, შეკრებს და დაამონტაჟეს. საერთოდ კიევში ვარ და იანუკოვიჩზე ვლაპარაკობ იმ პერიოდში, მერე მიაბეს მიშას სხვადასხვა ადამიანებთან ჩაწერილი ლაპარაკი, ეს შეკრეს. ეს არის სუს-ის ბოლო სამი-ოთხი წლის შეჯამება. ეს ივანიშვილის რეჟიმს არ უშველის არაფერში. რა რევოლუციურ სცენარზე მესაუბრებით. განიხილება არჩევნებში გამარჯვება. ეს არის ერთადერთი სცენარი, რომელიც განიხილება და ამის შედეგებს ვნახავთ 8 ოქტომბერს“,-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)