09:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 12:07:04, 1278 ნახვა

სამართალი
შსს-მ შენობის დაზიანების ფაქტზე 2 პირი ამხილა

შსს-ს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 2 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.ჯ. და 2000 წელს დაბადებული ლ.მ. ამხილეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ღამის საათებში, აღნიშნულმა პირებმა ქვის სროლის შედეგად დააზიანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში არსებულ შენობაზე განთავსებული ბანერი და ჩაამტვრიეს მინა.

მხილებული პირები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს”, -

აქვე კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფთ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ბახვში პოლიციის მოქმედი შენობა გაიქურდა. აღსანიშნავია, რომ ქურდობის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, იგი ამჟამად შსს-ს ბალანზე იმყოფება და არ ფუნქციონირებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics