|
2016-09-27 10:16:49, 1193 ნახვა
კომენტარი
იზორია: სტაბილურობის არევისკენ მიმართული ყველანაირი მცდელობა, ჩახშობილი იქნება
„ვის ეკუთვნის ხელისუფლება ამას არც სააკაშვილის განსაზღვრავს და არც სხვა, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება. „ჩვენ ვქმნით სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, სადაც ყველა პროცესი დემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს, მათ შორის - საარჩევნო პროცესიც, ვის ეკუთვნის ხელისუფლებაამას არ განსაზღვრავს სააკაშვილი და არც სხვა, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი. ყველანაირი მცდელობა ამ პროცესების მიღმა გარკვეული მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება სტაბილური სიტუაციის არევისკენ, ბუნებრივია, იქნება ჩახშობილი“,-განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით წავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)