|
2016-09-26 17:53:49, 1168 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს
პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა, რომ დესტაბილიზაციას ხელისუფლება გეგმავს და მათი მხრიდან ბრალდებები იმიტომ ისმის, რომ შემდეგ თავი გაიმართლონ. კობახიძის მტკიცებით, "ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის კონკრეტული გეგმა აქვს, თუმცა მათ ამ გეგმის აღსრულების რესურსი არ გააჩნიათ: "ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადებები მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე, და ჩვენ ამ განცხადებებზე ვაგებთ პასუხს, ეს განცხადებები შეესაბამება სინამდვილეს, იმ სინამდვილეს, რომელიც იგეგმება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა დესტაბილიზაციის, თუმცა მათ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გეგმის აღსრულების რესურსი ნამდვილად არ აქვს, ეს არის უსუსური პოლიტიკური ძალა და ჩვენს ხელისუფლებას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ ყოველგვარი არეულობა და დესტაბილიზაცია აღკვეთოს საქართველოში",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)