23:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 12:46:46, 2055 ნახვა

მსოფლიო
იორდანიაში ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი ნაჰედ ხატრი მოკლეს

იორდანიაში ცნობილი ჟურნალისტი, პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი ნაჰედ ხატრი მოკლეს, - ამის შესახებ სააგენტო Euronews-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტს ქალაქ ამანში, მართლმსაჯულების სახლის შესასვლელთან ესროლეს. თავდამსხმელმა ხატრს თავში 3-ჯერ ესროლა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

აღსანიშნვია, რომ ნაჰედ ხატრი ცოტახნის წინ ციხიდან გირაოთი გაათავისუფლეს. ჟურნალისტს პატიმრობა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში განთავსებული კარიკატურის გამო მიუსაჯეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კარიკატურა "ალაჰს შეურაცხყოფას აყენებს". კარიკატურაზე წვერებიანი მამაკაცი ორ ქალთან ერთად არის გამოსახული, რომელიც ალაჰს ღვინის მოტანას სთხოვს.

როგორც Euronews-ი წერს, სამართალდამცველები 56 წლის ჟურნალისტის მოკვლის მოტივებს იძიებს. აღსანიშნავია, რომ ციხესი ყოფნის დროს, ხატრს მუქარის შემცველი წერილები არა ერთხელ მიუღია. წინასწარი ინფორმაციით აღნიშნულ წერილებს, მას რადიკალური ისლამისტების მხარდამჭერები გზავნიდნენ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics