|
2016-09-23 12:28:32, 953 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ოჯახის ექიმთა საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს
ბათუმი ოჯხის ექიმთა მეხუთე საერთაშორისო კონგრესს - KAHEKON-2016 მასპინძლობს. კონგრესის ოფიციალური გახსნა დღეს, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა. გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემისქანი დაესწრო. კონგრესის დელეგატებს მინისტრმა ლევან გორგილაძემ სიტყვით მიმართა. კონგრესი შავიზღვისპირეთის ქვეყნების ოჯახის ექიმთა გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. კონგრესის თემა წარმოადგენს - საოჯახო მედიცინის ძირითად მიმართულებებს, პრევენციული ჯანდაცვის მომსახურებას, ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაავადებების მკურანლობის უახლეს მეთოდებს, ოჯახის ექიმთა იურიდიულ მიმართულებებს და მსოფლიოში აღიარებულ საოჯახო მედიცინის უახლეს მიღწევებს. კონგრესი 25 სექტემბერს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)