2016-09-23 09:22:57, 1224 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3124 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3124 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3195 ლარა იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0071 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო დღეს 2.5984 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5858 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0126 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან