21:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:57:20, 939 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა

 კახეთის რეგიონში 21 სექტემბერს  მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა. 

 როგორც "ექსპრესნიუსს"  "დელტადან"  აცნობეს, 21 სექტემბრის 15:00 საათიდან „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბელი. 

მათივე ცნობით, 16:15 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და ყვარლის რაიონები. 

სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო. 

16:19 საათიდან 18:27 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, ყვარელის და სიღნაღის რაიონების თავზე 1400 კმ2 ფართობის მქონე ღრუბლის მასები  სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილ იქნა 150 რაკეტა. 

ზემოქმედების შედეგად ნალექის  უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე წვიმის სახით ჩამოიშალა. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics