|
2016-09-22 14:29:30, 1212 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს მეუღლეს ხშირად პირველ ნახევარს ვეძახი
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, გენდერული კვოტის დაწესების მომხრე იყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა: "ვცდილობდით, კვოტის დაწესებაც კი გვინდოდა და მიგვეცა მეტი სტიმული პარტიებისთვის, რომ მეტი ქალბატონი წარმოდგენილიყო პარლამენტში და მთავრობაში.მამაკაცი ვარ და სულაც არ მერიდება ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს. სირცხვილია, რომ პოლიტიკაში ასე უხეშადაა ბალანსი დარღვეული. იქნებ, მიზეზი ის იყოს, რომ დიდი ხანია, ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ არ გვიმართავს და აზიურმა გადაგვქაჩა. მგონი, უახლოეს დროში გამოვასწორებთ ამას. ბევრს ჰგონია, რომ ბუნებრივად უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ცოტა ხელოვნურად დახმარება არ აწყენდა, მაგრამ არ დამიჯერეს მე, ვერ მოახერხეს პარლამენტში ამ კვოტის დაწესება. ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ და ვერ გამოვიდა.ჩვენი ქალბატონები ოჯახში მეორე ნახევრები არიან. ხშირად პირველ ნახევარს ვეძახი ჩემს მეუღლეს. აქვთ მეუღლეებს ეს როლი რეალურად",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)