|
2016-09-22 13:14:15, 1683 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ნახეთ, როგორ ოსტატურად ავერიდეთ ამდენ უბედურებას, რაც რეგიონში და მის გარეთაა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კავკასიის რეგიონში და რეგიონს გარეთაც პრობლემებია და ეს საქართველოზეც აისახება. თუმცა, როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზო გადაცემაში განაცხადა, საქართველომ მაინც მოახერხა და ბევრ უბედურებას თავი აარიდა: "ჩვენზე უარესადაც ბევრი ცხოვრობს დღეს. ნახეთ რეგიონში რაამბავია, რამდენი კონფლიქტია, როგორ ოსტატურად ავერიდეთ ამდენ უბედურებას, რაც ტრიალებს რეგიონში და რეგიონს გარეთ. ჩვენთან ახლოს. ის, რომ ეკონომიკურად ვერ მოხერხდა და ვერც მოხერხდებოდა თეორიულადაც კი, რომ მოსახლეობას პირობები გაუმჯობესებოდა, ეს თავშივე გასაგები იყო. უჭირთ ანალიზის გაკეთება. ვინაა დამნაშავე? რა თქმა უნდა, მთავრობა და მთავრობის დედა, მოდის ასე",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)