23:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 10:21:51, 2119 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ერთ-ერთ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, - ამის შესახებ BBC იუწყება.  

მედია საშუალების ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა ქალაქ შარლოტში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციელების მხრიდან ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებს.

მედიის ცნობით, 43 წლის კიტ ლამონტ სკოტი გუშინ საავადმყოფოში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის პოლიციელმა დაჭრა. სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა დაღუპულის ნათესავები ამას კატეგორიულად უარყოფენ. 

როგორც BBC წერს, შარლოტში ამჟამად ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. არეულობის შედეგად 15-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, აქციის მონაწილეთა დასარბევად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე არეულობის დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics