21:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 16:21:46, 1496 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად ცნო

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეს უნდობლობას უცხადებს. მან პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

სხდომის დატოვებამდე ალასანიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არ  დაკმაყოფილდა. ალასანიას თქმით, ე.წ. კაბელების საქმეს ის მოსამართლე განიხილავს, რომელმაც სულხან მოლაშვილის საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება:

"ყოჩაღ ივანიშვილი, მურუსიძე არ გვაკმარა და ახლა მანუჩარ კაპანაძე მოავლინა ამ სასამართლოში კაბელების  განხილვის ერთ-ერთ მოსამართლედ. ეს ის მოსამართლეა, რომელიც იყო ერთ-ერთი ჯალათი მოსამართლე სულხან მოლაშვილის, რომელზეც საერთაშორისო სასამრთლო და დამკვირვებლები იძახდნენ,  რომ მისი გადაწყვეტილებაა ის კითხვის  ნიშნების გამჩენი, რომლებიც სულხან მოლაშვილის საქმეში იყო. იგივე სამარცხვინო პრაქტიკა გრძელდება",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა დასაშვებ მტკიცებულებად ცნო.

ადვოკატის თქმით, უჩა ნანუაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი საქალაქო  სასამართლომ  4 102 872 ლარის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბესი ბუგიანიშვილმა მიიღო. ხუთივე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics