|
2015-01-10 11:10:53, 5399 ნახვა
სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალსა და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა. უწყების ცნობით, გენერლებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გენერალური შტაბის უფროსმა ასევე, შეხვედრები გამართა "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციის სარდალთან, 4 ვარსკვლავიან გენერალთან ჯონ კემპბელთან, აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორთან ჯონ მიურეისთან და თურქეთის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალთან საფაკ გოკთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)