|
2016-09-21 13:23:38, 942 ნახვა
რეგიონი
დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა
დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული განყოფილება 14 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 3 სარეანიმაციოა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გეგმიური და გადაუდებელი დახმარების მიღებაა შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ. მრავალპროფილიან კლინიკაში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება. ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები 2015 წლის აპრილიდან მოქმედებდა. სამედიცინო კამპუსის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, პაციენტები სრული სტაციონარული სერვისებით უკვე დღეიდან ისარგებლებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)