|
2016-09-20 18:54:58, 1250 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: სანდრა რულოვსის ღიმილიანი სახის მიღმა ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დგას
მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სადისტურ რეჟიმთან, მანიაკალური გადახრების მქონე ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ხელისუფლების სათავეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც კობახიძემ განაცხადა, 26 მაისის საქმე აუცილებლად ბოლომდე უნდა გამოიძიონ. „ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სახე, რომლებმაც შეიწირეს ასეულობით ადამიანი. აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული 26 მაისის საქმე და რაც მთავარია იმ ადამიანების მკვლელობის საქმე, რომლებიც იმ ღამით შეეწირნენ ამ დარბევას. ეს არი იყო დაშლა, ეს იყო სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიან მომიტინგეებზე. არ შეიძლება ამ სადისტური ძალის მობრუნება ხელისუფლებაში. როგორი წარმოსადგენია, თუნდაც ოპოზიციური პარტია ერქვას ამ დანაშაულებრივი სისტემის მესვეურებს. სიმბოლურია, რომ ახლა ჩვენ სამეგრელოში ვართ და უნდა იცოდეს სამეგრელოს მოსახლეობამ, რომ სანდრას ღიმილიანი სახის მიღმა ასეთი რეჟიმი დგას, ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)