|
2016-09-20 12:50:32, 1172 ნახვა
ეკონომიკა
UN HABITAT-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში UN HABITAT-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც UN HABITAT III URBAN BREKFAST-ის ფორმატში ჩატარდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა. მან ქვეყნის სივრცით მოწყობასა და ურბანულ პოლიტიკაზე, მისი იმპლემენტაციის საჭიროებასა და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. მოწვეულმა სტუმრებმა - გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა და HABITAT III სამდივნოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გენერალური მდივნის მოადგილემ კუმარეშ მიშრამ ისაუბრეს UN HABITAT-ის მნიშვნელობასა და როლზე. მათ ასევე აქცენტი გააკეთეს იმაზე, თუ რამდენად გამოსაყენებელია ის პრინციპები და ამოცანები, რომელსაც ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე აყალიბებს. შეხვედრაზე ასევე პრეზენტაცია გააკეთა საბინაო პოლიტიკის ექსპერტმა გვანცა შენგელიამ თემაზე: „New Urban Agenda: The Road to Habitat III “. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა და დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი მეძმარიშვილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)