|
2016-09-20 12:05:33, 4303 ნახვა
კულტურა
„ფაბრიკა“-ში „8 სეანსის“ პრემიერა გაიმართება
21 და 23 სექტემბერს, 20:00 საათზე - „ფაბრიკა“-ში გაიმართება პრემიერა წარმოდგენისა „8 სეანსი“, რომლის დადგმაც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. მერიის ინფორმაციით, პროექტის ავტორები არიან გაბრიელ ნაბოლეონ ელბანო და ვერონიკა დოინელი, რეჟისორი გახლავთ გურამ მაცხონაშვილი, მხატვარი ელისაბედ ჭიჭინაძე, ხოლო კომპოზიტორები ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე. 8 სეანსი - ანუ დღევანდელი მსოფლიოს შესახებ ცოდნის კონსტრუირების თეატრალური მცდელობა - ეს არის საერთაშორისო, ექსპერიმენტული თეატრალური პროდუქტი, რომელიც რეალურ ამბებსა და ინტერვიუებს ეფუძნება. ესაა ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც გარბიან საკუთარი თავისგან და მერე უკან ბრუნდებიან. სპექტაკლის ძირითადი თემებია: ჰომოფობია, ფემიციდი, შიდსი, ტერორიზმი, პროსტიტუცია, თვალთვალი. პროექტის იდეაა, ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდეს თეატრისა და ადამიანის - როგორც მოქალაქის შეხვედრა, სადაც ისინი ერთმანეთისათვის გასაგებ ენაზე ილაპარაკებენ და ერთმანეთს ყურადღებით მოუსმენენ. აქ „ბრძოლა“ თანაბარ პირობებში იწყება. აქ არ არიან სტუმრები და მასპინძლები. აქ ყველა პირობითი სიმაღლე მოხსნილია და მაყურებელს გამარჯვების ისეთივე შანსი მიეცემა, როგორც სცენაზე მდგომ წინასწარ მომზადებულ მსახიობს. დრამა 6 ენაზეა ნათარგმნი და 2016-17-18 წლებში ის 8 სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფთან ერთად განხორციელდება. პირველი საქართველოა! (NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)