|
2016-09-19 18:52:23, 1325 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მისია ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT-ის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანაორგანიზებით ჩატარდა. უწყების ცნობით, სხდომას ასევე დაესწრო და მოხსენებით გამოვიდა ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო მისია ლიტვური კომპანიების მონაწილეობით სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მხარდასაჭერადაა მიმართული. მისი თქმით, ლიტვა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისსექტორის განვითარების მიმართულებით, ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივიIT-ინდუსტრიისთვის. სავაჭრო მისიაში ლიტვის უმსხვილესი IT-კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც მისიის მსვლელობისას გამოცდილებას გაუზიარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის სამთავრობო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებსაც. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)