20:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 16:41:00, 1407 ნახვა

სამართალი
საქალაქო სასამართლო ქობულეთის მუსლიმთა პანსიონატის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ხვალ, 12:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

პანსიონატის საქმიანობისთვის დისკრიმინაციული და განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, ადგილობრივი მუსლიმების სახელით შეტანილ სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო თითქმის ორი წლის განმავლობაში განიხილავს.
" როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სარჩელი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე ადგილობრივი მცხოვრებლებისა (რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ არის წარდგენილი.

განსახილველ საქმეში, მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მოპასუხე კერძო პირებმა უშუალოდ განახორციელეს დისკრიმინაციული მოპყრობა მოსარჩელეების მიმართ, რაც მათი მხრიდან რელიგიური სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მოტივით, პანსიონის საქმიანობისთვის განგრძობადი ხელშეშლის ფაქტებში გამოიხატება. კერძოდ, მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი მოსარჩელეებს არ აძლევს საკუთრების უფლებითა და მასთან კავშირში გადაადგილების თავისუფლებით, განათლების უფლებით, რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ადგილობრივი ქრისტიანები პანსიონატის საქმიანობისთვის ხელშეშლას შენობასთან დაწესებული მორიგეობის, გადაადგილების პროცესის კონტროლის, მუქარისა და იძულების გზით ახორციელებენ. საჯარო განცხადებებში, მათ შორის, სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციებში მოპასუხე კერძო პირები ღიად იყენებდნენ ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ენას.

შსს-თან მიმართებით კი მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს კანონით დადგენილი ვალდებულებების არაეფექტურ და დისკრიმინაციულ შეუსრულებლობას. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, შსს ავლენს აბსოლუტურ უმოქმედობას მოპასუხე კერძო პირებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან მუსლიმი თემის დევნისა და მართლზომიერი მფლობელობით სარგებლობისთვის ხელშეშლის აღკვეთაში. აღსანიშნავია, რომ შსს ამ დრომდე არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას პანსიონის გახნისა და ფუნქციონირებისთვის და არც აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება აკმაყოფილებს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების სტანდარტებს.

საქმეზე მოსარჩელე მხარე სასამართლოსგან ითხოვს, კერძო პირების მხრიდან, დისკრიმინაციული მოპყრობისა და პანსიონის გახსნისთვის განგრძობადი ხელშეშლის შეწყვეტის დავალდებულებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კი, მოსარჩელეები ითხოვენ,პოზიტიური ვალდებულებების სათანადო შესრულებას და  საკუთარი უფლების შეზღუდვისა და დევნის ეფექტიან პრევენციასა და პანსიონის გახსნისა და საქმიანობის უზრუნველყოფას",-ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics