16:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 22:44:59, 1599 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონულ ბიზნესფორუმზე მოხსენება გააკეთა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარებულ რეგიონული ბიზნესის ფორუმს დაესწრო, მოხსენება გააკეთა და დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. 

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ფორუმის მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი პასუხობდნენ. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საგადასახადო და საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე და იმ რეფორმებზე, რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს.

აგრეთვე შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორს - სავაჭრო-სამრეწველო პალატას, რომლის ეგიდითაც მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა. „მე მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი არიან ძალიან მონდომებულები, რომ თავიანთი ბიზნესი აკეთონ და განავითარონ. პრობლემატიკა შეეხებოდა როგორც ევროპის ბაზარზე შესვლას, ასევე ხარისხიან პროდუქციას, მომსახურებების მიწოდებას და ა.შ. ჩვენ ყველა საკითხს ან ადგილზე გავეცით პასუხი, ან მოვინიშნეთ და შემდეგში გავცემთ პასუხს. ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics