|
2016-09-16 14:47:19, 1169 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი: ახლა უცხოელებმაც დაიწყეს ზეწოლებზე ლაპარაკი, იმედია მათაც არ დაკითხავენ
თუ უცხოელებსაც დაკითხავენ, შეიძლება მათაც მისცენ ჩვენებები რასთან დაკავშირებით იყო ზეწოლები - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამ განცხადების გაკეთების გამო უცხოელებს არ დაკითხავს. "იმდენი ვისაუბრე ზეწოლებზე, რომ ახლა უცხოელებმაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და იმედია მათაც არ დაკითხავენ პროკურატურაში. თუ დაკითხავენ შეიძლება მათაც მისცენ ჩვენებები, რასთან დაკავშირებით იყო ზეწოლები. ამ იდეამაც გაიჟღერა”, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფერდის თორგეირსდოტირიმის განცხადებით, ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)