14:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 19:22:51, 1340 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა აშშ-ში ორმხრივი შეხვედრები გამართვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს (Tao Zhang) შეხვდა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. ბატონმა ჟანგმა დააფიქსირა საქართველოსადმი სსფ-ის მხარდაჭერა გამოწვევებთან ბრძოლის გზაზე და ახალი რეფორმების გატარების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პირველი მინისტრია, ვისაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლადდანიშნული განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე ბატონი ტაო ჟანგი შეხვდა.

შეხვედრას ქართული მხრიდან, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, აშშ-ში საქართველოს საელჩოს დესპანი გიორგი ციკოლია.

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობაზე, აგრეთვე, ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე.

ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა სამაგალითოდ შეაფასეს და მისი შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics