|
2016-09-15 12:33:10, 1294 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: მთაში უმაღლესი სასწავლებლის გაკეთება, ახლო მომავალში არ იქნება შესაძლებელი
არ მაქვს ნაფიქრი იმაზე, რომ მთაში უმაღლესი სასწავლებელი გაკეთდეს, თუმცა ეს კარგი აზრია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში მოსახლეობასთან შესხვედრისას განაცხადა. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, უნივერსიტეტის არსებობა მთის რეგიონებში მიგრაციას შეამცირებს, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტს უახლოეს მომავალში ამის შესაძლებლობა არ აქვს. "ვიცი, რომ მაგალითად საფრანგეთში, რაიონებში უნივერსიტეტის ფილიალები არის. ეს კარგი აზრია, თუმცა საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს ახლო მომავალში არ იქნება შესაძლებელი. მთის სოფლები უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ განათლება იყოს ხელმისაწვდომი. ცოდნის დონეც ისეთივე მაღალი უნდა იყოს, როგორც ქალაქებში. ვიცით, რომ მთის რაიონში უნდა იყოს ბაღები და სკოლები. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, იმაზე, რომ მთაში არანაკლები ადამიანი ცხოვრობდეს ვიდრე ქალაქებში. მთავრობას ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვს და ყველაფერს აქეთებს რაც შეუძლია. თუ მთის ინფრასტრუქტურას მოვაწყობთ და პირობებს შევქმნით, მოსახლეობა მთაში დაბრუნდება", - განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)