|
2016-09-14 14:44:48, 1323 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ და უკრაინამ პირდაპირი სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველომ და უკრაინამ პირდაპირი სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. დოკუმენტს ბათუმში გამართული საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში მოეწერა ხელი. "უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინისა და საქართველოს პორტებიდან პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ორგანიზების შესახებ. უკრაინის ინფრატსრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეთანხება გაამარტივებს ლოჯისტიკას, ტვირთების ტრანზიტს დააჩქარებს და უფრო იაფს გახდის. "ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც აერთიანებს უკრაინას, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს აბრეშუმის დიდ გზაზე. სულ უფრო მეტი კომპანია არის მზად, დამატებითი ხარჯები გაიღოს იმისთვის, რომ პროდუქცია დანიშნულების ადგილას არა 2-3 თვეში, არამედ 9-15 დღეში ჩაიტანოს. მიმდინარე წელს ჩინეთიდან უკრაინის დასავლეთ საზღვრებამდე კონტეინერების ტრანსპორტირების სიჩქარემ 9-10 დღეს უნდა მიაღწიოს", - განაცხადა უკრაინის ინფასტრუქტური მნისტრმა ვლადიმერ ომელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)