|
2016-09-12 14:39:24, 1276 ნახვა
კომენტარი
ოთო კახიძე: დემურ სტურუას საქმეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, დემურ სტურუას საქმეში ეჭვმიტანილი პოლიციელის გადაადგილებაზე კონტროლი უნდა დაწესებულიყო, რათა პირი არ მიმალულიყო. „როდესაც საქმე ადამიანის გარდაცვალებას ეხება, სამართალდამცავები ვალდებულები არიან, რომ სავარაუდო ბრალდებულის გადაადგილებაზე დააწესოს კონტროლი, რათა პირი მართლმსაჯულებას არ გაექცეს. ეს ყოველივე არ გაკეთდა და პირი მიმალვაშია. შესაბამისად, საქმეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და მას ვერც ხელისუფლება და ვერც ივანიშვილი ვერ გაექცევა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ კახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამართლდამცავი ორგანოები თანმიმდევრულად მოქმედებდნენ: „დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ, რა თქმა უნდა ტრაგიკული შემთხვევაა. რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მგონია, რომ თანმიმდევრულები იყვნენ. არ შეიძლება პოლიციამ თანამშრომელი პირველსავე ჭორებზე დააპატიმროს“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)