|
2016-09-12 13:39:42, 1354 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში მიტინგების გამო გადაიტანა, თურმე მიტინგების ეშინოდა მაგ უბედურს
თუ გინდათ, რომ ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ, რომ თავიანთი საქმე აკეთონ და 6 საათი გზაში გამოკიდებულები არ იყვნენ, - ასე უპასუხა ყოფილა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას - უნდა იყოს თუ არა პარლამენტი ქუთაისში განთავსებული. მისივე თქმით, დეპუტატებს უამრავი დრო და ფული ეხარჯებათ იმაზე, რომ ქუთაისის პარლამენტში ჩავიდნენ. "ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას. უამრავი ტრანსპორტი იმტვრევა, უამრავი საწვავი იწვის. ყველაფერი ღირს ფული და ეს მიდის ბიუჯეტიდან. ეს ქუთაისს ბევრს არაფერს მოაკლებს. ქუთაისი უნდა გახდეს ინდუსტრიული ქალაქი. ამის ყველანაირი პერსპექტივა არსებობს და ეს აუცილებლად მოხდება. როდესაც სააკაშვილს პრემიერობის დროს ვკითხე, თუ რატომ გადაიტანა მან პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში, მითხრა მიტინგებს ვეღარ გამართავენო. თურმე მიტინგების ეშინოდა მაგ უბედურს. ეს გადმოტანის ძირითადი მიზეზი იყო", - აღნიშნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)