20:47 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 18:40:14, 888 ნახვა

საზოგადოება
ჩოჩელი - 61%, ხუნდაძე - 20.1, ბერიაშვილი - 4.3 - მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა" და "სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებში ერთობლივი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მოსახლეობის 61 პროცენტი დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს, "ქართული ოცნების" კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 20,1 პროცენტი გეგმავს, გამოკითხული მოსახლეობის 4,3 პროცენტმა ფავორიტად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ირაკლი ბერიაშვილი დაასახელა, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატს, გიორგი გუგავას გამოკითხულთა 4 პროცენტი აძლევს ხმას, ხოლო "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელს კონსტანტინე მორგოშია 4 პროცენტი. კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 6-მა პროცენტმა, ამომრჩეველთა 6,6 პროცენტს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

სოციოლოგიური გამოკითხვა შემდეგ სოფლებში ჩატარდა: წილკანი, ძალისი, მუხრანი, ქანდა, ქსოვრისი, ნატახტარი, მისაქციელი, ნაუზა, ნავდარაანთკარი, აღდგომლიანთკარი, დიდი ქანდა, წეროვანი, გოროვანი, ქსანი, გოროვანი, საგურამო, გალავანი, ბიწმედი, ნიჩბისი, ძეგვი, არმაზი.

​"სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა" გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 320-მა ამომრჩეველმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics