|
2016-09-09 17:08:50, 794 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ,,ჭაობის,, ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ,,ჭაობის დასახლებაში'' გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნენ. რეგიონის პირველმა პირმა და ქალაქის მერმა ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები და მაიაკოვსკის ქუჩაზე, რეკონსტრუირებული სპორტული მოედანი დაათვალიერეს. ამ დროისთვის დადიანის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში გრუნტი იცვლება და ტერიტორიის მოშანდაკება ხდება, რის შემდეგაც ქუჩა მოასფალტდება. ერისთავისა და ბაგრატიონის ქუჩების რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. 4200 მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები , წყლისა და კანალიზაციის სისტემები, მოეწყო სანიაღვრე არხი და წყალსადენი. სამიდან ოთხ მეტრამდე სიღრმეზე შეიცვალა გრუნტი, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარის ორი ფენა და გაკეთდა ტროტუარი, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზა" ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონ 471 981 ათასი ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)