|
2016-09-08 21:59:28, 794 ნახვა
საზოგადოება
„ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ, სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს“
ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ, სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განცხადა. „თბილისში, ულამაზეს ადგილას საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, ეს ინსტიტუტი გახდება ბაზა ძალიან მნიშვენლოვანი სამეცნიერო კვლევების, ამ ბაზაზე ახალგაზრდები მიიღებენ მნიშვენლოვან განათლებას, ეს დაწესებულება გახდება საქართველოში სრულიად ახალი, ადრონული თერაპიის კერა, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ასეთი კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიის და ავსტრიის შემდეგ. ამ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად პარალელურად, ქუთაისში საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება. ყველაფერს ამას აფინანსებს ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის 500 მილიონი ევროს დაფინანსება საწყისი ბიუჯეტის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის სრული ბიუჯეტი და სავარაუდოდ ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს, ეს კვლევითი ინსტიტუტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში, როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე საგანმანამთლებლო კერა, რომლითაც როგორც საქართველოს მოქალაქეეები, ასევე რეგიონის მცხორებლები ისარგებლებენ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)