|
2016-09-08 16:37:35, 996 ნახვა
რეგიონი
Biaff-ის საკონკურსო პროგრამა და ჟიური ცნობილია
ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალის BIAFF საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, კინოფესტივალზე, რომელიც 18-25 სექტემბერს ბათუმში მეთერთმეტედ გაიმართება 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, ფილმები სამ სექციაში იქნება ნაჩვენები (მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი) და თითოეულ სექციას 5-5 კაციანი ჟიურის შემადგენლობა შეაფასებს. საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე მხატვრული ფილმები „სიკვდილი სარაევოში“ და სიყვარულის შეერთებული შტატები“, ასევე ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი «უღმერთო“. დოკუმენტური ფილმებიდან აღსაღნიშნავია ორჰან ფამუქის თემატიკაზე გადაღებული ფილმი „მოგონებათა უმანკოება“, ავღანეთში გადაღებული ფილმი „განათლებული მიწა“ და ბათუმში გადაღებული ფილმი „ლტოლვილი გემი „ენგური“. რეჟისორებს შორის არიან რებეკა ლენკიევიჩი - 2015 წლის ოსკაროსანი ფილმის „იდას“ სცენარისტი, მარინა რაზბეშკინა - ცნობილი დოკუმენტალისტი და რუსეთში დოკუმენტური კინოსკოლის დირექტორი, ასევე ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი იულია სინკევიჩი. კინოფესტივალ BIAFF-ის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია. ფესტივალი ბათუმში 2016 წლიდან იმართება და ის ნამდვილი დღესასწაულია კინომოყვარულთათვის. კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე http://www.biaff.org. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)