|
2016-09-06 15:56:59, 813 ნახვა
სამხედრო
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაციას ესტონეთის თავდაცვის ლიგის მეთაური, ბრიგადის გენერალი მეელის კილი ხელმძღვანელობს. ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ უმასპინძლა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის საკითხზე და ამ მიმართულებით ესტონური გამოცდილების გაზიარებაზე იმსჯელეს. ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. დღესვე, ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს შეხვდნენ. ეროვნული გვარდიაში მისულ სტუმრებს უწყების სტრუქტურა გააცნეს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. დღის ბოლოს სტუმრები თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გაემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელსაც შეხვდებიან.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)