20:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 22:40:12, 1533 ნახვა

ეკონომიკა
ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

სახელმწიფო კანცელარიაში ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. 

კომისიის სხდომაზე განხილული იყო აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის საკითხები. ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების პროექტის მენეჯერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველმა არჩილ ბუკიამ წარადგინა გაწეული სამუშაოს შედეგები და სამოქმედო გეგმა. 

კომისიის სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები. 

ინფორმაცია პროექტის შესახებ
ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი ბიზნესის ხელშეწყობაა. პროექტი წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში -  როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე,  ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ სერვისები, რომელიც ამ ეტაპზე  საჯარო სტრუქტურების მიერ მიეწოდებათ.
პროექტის საფუძველზე უნდა შეიქმნას ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ ბიზნესმა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღოს ყველა სახელმწიფო სერვისი და ასევე მოხდეს ამ სერვისების გაციფროვნება, რათა ისინი ხელმისაწვდომი იყოს ონლაინ-რეჟიმში.  

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics