17:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 14:06:38, 574 ნახვა

საზოგადოება
კომისიამ ექვსი ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ექვსი ტელეკომპანია შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია",შპს „საფერავი ტვ", შპს „ქართული ტვ", შპს „ტელეკომპანია ქართულ არხი", ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა დაადამიანის უფლებებისათვის" წერილობით გააფრთხილა, რადგან არც ერთ ტელეკომპანიას თავის სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამა არ ჰქონია განთავსებული.

"ექვსივე ტელეკომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია, რაც „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გულისხმობს მინიმუმ ორი თემატიკის პროგრამებით, ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას. ამავე კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარისტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა დასაზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში,საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

აღნიშნული დარღვევა კომისიის წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა. კომისიამ 2016 წლის 8ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო დაოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.

საკითხის განხილვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით კომისიის საჯარო სხდომაზე გაიმართა. მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომისიამ ექვსივე ტელეკომპანიის წერილობითი გააფრთხილების გადაწყვეტილება მიიღო",-ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics