|
2016-09-01 13:11:22, 716 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება
ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მორატორიუმი გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, მაიაკოვსკის სკვერში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, მორატორიუმი ხეების ფორმირებაზე, დაავადებული და ავარიული ხეების მოჭრაზე არ გავრცელდება. რაც შეეხება მორატორიუმის ხანგრძლივობას, თბილისის მერის განცხადებით, მორატორიუმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები არ იქნება შემოღებული. „მორატორიუმი, რაც ჩემი მხრიდნ იყო გამოცხადებული, გაგრძელდება. მინდა დავაზუსტო, რომ მორატორიუმი ეხება მხოლოდ ხეების მოჭრას, ის არ ეხება ხეების ფორმირებას და არ იგულისხმება დაავადებული ხეების მოჭრა. მასზე მორატორიუმი არ გავრცელდება. ჩვენ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ამ საკითხებზე ფართო საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა 10 დღის განმავლობაში დედაქალაქში ხეების მოჭრაზე მორატორიუმი 20 აგვისტოს გამოაცხადა. თბილისის მერის განცხადებით, მერია ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ან პირთან ერთად გამწვანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)