|
2016-08-31 18:34:39, 858 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 40-მდე კორპუსში მიმდინარეობს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა სახის სამუშაოები 39 ობიექტზე მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება: ბრტყელ სახურავებს, ქანობიან სახურავებს, ლიფტებს, სადარბაზოებს, წყალ-კანალიზაციას, წყალსაწრეტ მილებს, რემონტდება სადარბაზოები, სართულშორის ნაპრალები, კიბეები. მიმდინარეობს მეტალის კარის მონტაჟის სამუშაოები. ხორციელდება შენობების კაპიტალური გამაგრება. ფეიქრებისა და დადიანის ქუჩებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - დავით გოგიძე პირადად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში, ნაძალადევში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამგეობა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის. - განაცხადა დავით გოგიძემ. ბოლო 6 თვის მონაცემებით ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები 128 მისამართზე შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)