|
2016-08-31 10:20:11, 1340 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა სამართლიანობის აღდგენის სისტემურად მოგვარებაზე
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხდა, რომ ეს ბრძოლა გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდს ეგონა. „სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით. ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა ამ პრობლემის სისტემურად მოგვარებაზე. არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს. მართალია, ჩვენ არ შევქმენით სისტემა, რომელიც სამართლიანობას მასობრივად აღადგენდა, მაგრამ თვალნათელია, რომ სასამართლოებში მიდგომები შეცვლილია. სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში კერძო დავების გზით მიმდინარეობს. მე კარგად მახსოვს რა ხდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული. მე მაშინ ბანკირი ვიყავი და საბანკო სექტორში ვმუშაობდი. უამრავი სესხი გვაქვს გაცემული ვითომ „სამეურნეო მიზნით“, როდესაც ზუსტად ვიცოდი, რომ ფულს ადამიანებს ციხიდან გამოსაყვანად ვაძლევდით. ზოგი თავად იყო პატიმარი, ზოგის ძმა, ბიძაშვილი, ოჯახის წევრი.... სასამართლოში მიდგომა შეცვლილია და მჯერა, რომ 4 წლის შემდეგ აღდგენილი სამართლიანობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)